შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური აცხადებს, რომ ბორჯომის მუნიციპალიტეტში ხანძრის ქრობის სამუშაოს არსებული კლიმატური პირობები ართულებს. ცეცხლის ჩასაქრობად 250-მდე მეხანძრე-მაშველია მობილიზებული.
სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის უფროსის, დავით სუხიშვილის თქმით, ადგილზე მობილიზებულია სასაზღვრო პოლიციის სამი ვერტმფრენი, რომლებიც ხანძრის ქრობის სამუშაოს ქარის ჩადგომის შემდეგ განაახლებენ.
Europetime-ს საგანგებო სიტუაციების სამსახურში განუცხადეს, რომ ცეცხლის ახალი კერების გაჩენის საფრთხე არ არსებობს. ხანძარი 19 აგვისტოს გაჩნდა.