ეგვიპტემ, საბერძნეთმა და არაბეთის გაერთიანებულმა საამიროებმა ერთობლივი სამხედრო წვრთნები დაიწყეს. წვრთნაში ასევე მიიღებენ მონაწილეობენ საუდის არაბეთის და კვიპროსის ძალები.
ინფორმაციას ეგვიპტური მხარე ავრცელებს.
Hercules-2022 რამდენიმე დღის განმავლობაში ეგვიპტეში, მოჰამედ ნაგიბის სამხედრო ბაზასა და ჩრდილოეთ სამხედრო ზონის სხვა სასწავლო ზონებში გაიმართება.
ტრენინგში დამკვირვებლების სტატუსით მონაწილეობენ აშშ, კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა და ბაჰრეინი.
განცხადებაში ნათქვამია, რომ წვრთნების პირველი ეტაპი კონცეფციების გაერთიანებას ისახავს მიზნად და მოიცავს ტრენინგში გამოყენებული იარაღისა და აღჭურვილობის გამოფენას, ასევე, ლექციებს კიბერუსაფრთხოების და საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის სფეროებში.
Hercules-2021 გასული წლის სექტემბერში ეგვიპტისა და არაბეთის გაერთიანებული საამიროების ძალების მონაწილეობით, საბერძნეთში გაიმართა.