არაბეთის გაერთიანებული საამიროები ირანში ელჩს აბრუნებს, რადგან რეგიონი პოტენციური ბირთვული შეთანხმებისთვის ემზადება.
„საემიროების ელჩი ირანში, საიფ მოჰამედ ალ ზააბი, თეირანში უახლოეს დღეებში დაბრუნდება, რათა ორმხრივ ურთიერთობებში წინსვლა განაგრძოს, ორი მეზობლისა და რეგიონის საერთო ინტერესების მისაღწევად“, იტყობინება არაბეთის გაერთიანებული საამიროების სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო WAM-ი.
ამერიკელი და ირანელი დიპლომატები ახლა ცდილობენ, მსოფლიო ძალებთან ბირთვული შეთანხმების შესახებ 16-თვიანი მოლაპარაკებები დაასრულონ. გასულ კვირას, ქუვეითმა 2016 წლის შემდეგ პირველად, თეირანში ახალი ელჩი დანიშნა.
მხარეებს შორის ურთიერთობა გაუარესდა მას შემდეგ, რაც ირანული ჯგუფი საუდის არაბეთის ორ დიპლომატიურ მისიაში შეიჭრა, რითაც სამეფოს მიერ ცნობილი შიიტი სასულიერო პირის სიკვდილით დასჯა გააპროტესტა. 2016 წელს, არაბეთის გაერთიანებულმა საამიროებმა თეირანში თავისი ელჩი გაიწვია.