ახალი ზელანდია მუშახელის ნაკლებობის გამო, მიგრანტებისთვის ქვეყანაში შესვლას გაამარტივებს.
ამ დროისათვის ახალ ზელანდიაში 12 000 სამუშაო ადგილი ვაკანტურია, - აცხადებს ახალი ზელანდიის მიგრაციის მინისტრი მაიკლ ვუდი.
მისი თქმით, მიგრანტებისთვის „კანონმდებლობა დროებით მარტივდება, რადგან ადგილობრივი მეწარმეები, სამუშაო ძალის დეფიციტის გამო დაზარალდნენ.
ახალ ზელანდიას კვალიფიციური მიგრანტები შემდეგ სექტორებში სჭირდება: ხანდაზმული მოქალაქეების მოვლა, მშენებლობა და ინფრასტრუქტურა, ხორცისა და ზღვის პროდუქტების გადამუშავება, ტურიზმი.
საიმიგრაციო პოლიტიკა, შეღავათებს ითვალისწინებს იმ უცხოელებისთვის, რომლებიც ქვეყანაში სამუშაოდ არდადეგების დროს ჩავლენ. მათ ახალი ზელანდიის მთავრობა ვიზას 6 თვით გაუხანგრძლივებს, რათა სამუშაო ძალის ქვეყანაში დაკავება შეძლოს.