Insa-Consulere -ის (საბაზრო და სოციალური კვლევის ინსტიტუტი გერმანიაში) გამოკითხვამ აჩვენა, რომ გერმანელების თითქმის ორი მესამედი ოლაფ შოლცის მუშაობით უკმაყოფილოა. ანალოგიური მონაცემები აქვს მმართველო კოალაიცია „შუქნიშანს“.
ამასთან, გამოკითხვის თანახმად, არჩევნების ჩატარების შემთხვევაში, შოლცი ორ კონკურენტთან მარცხდება.
გამოკითხვაში, რომელიც 15-19 აგვისტოს ჩატარდა 1 426 მოქალაქე მონაწილეობდა. აქედან 62% გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცის მუშაობით უკმაყოფილოა, საპირისპირო პოზიცია გამოკითხული მოქალაქეების 25%-მა დააფიქსირა.
იმ შემთხვევაში თუ არჩევნები ჩატარდებოდა, გამოკითხვის თანახმად, შოლცის კოალიცია მესამე ადგილზე გავიდოდა.
გერმანიაში მმართველო კოლაიცია „შუქნიშნის“, საქმიანობით Insa-Consulere -ის გამოკითხვის თანახმად, 65%-ია უკმაყოფილოა, ხოლო მხარდაჭერას 27% უცხადებს.
შეგახსენებთ, რომ ოლაფ შოლცი გერმანიის კანცლერი 2021 წლის დეკემბერში გახდა. მან ამ თანამდებობაზე ანგელა მერკელი შეცვალა.