Europetime-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, რომ ბორჯომის მუნიციპალიტეტის ტყვის მასივში გაჩენილო ხანძრის ქრობის სამუშაოებში, სასაზღვრო პოლიციის 4 ვერტმფრენი მონაწილეობს, ადგილზე მობილიზებულია 300 მეხანძრე-მაშველი.
როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, ამ დორისთვის დასახლებულ პუნქტებზე ცეცხლის გავრცელების რისკი არ არსებობს.
რაც შეეხება ხანძრის კერების რაოდენობას და ხანძრის შედეგად დაზიანებული ტყის ფართობის მოცულობას, როგორც Europetime-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ეს ინფორმაცია დაზუსტების შემდეგ მოგვიანებით გახდება ცნობილი.
ცეცხლი, ბორჯომის მინიციპალიტეტის ქვაბისხევი-ზორეთის მიმდებარედ ტყეში, მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, 19 აგვისტოს, სავარაუდოდ 19:00 საათის შემდეგ გაჩნდა.