ამერიკის შეერთებული შტატების საჰაერო ძალების B-52 ტიპის ბომბდამშენი უკვე ინგლისის ქალაქ ფეირფორდში არიან. NATO-ს ცნობით, დიდი ბრიტანეთი მოკავშირეთა და პარტნიორთა ძალებთან ერთად წვრთნებისთვის მზადაა.
აშშ-ის საჰაერო ძალების B-52H Stratofortress თვითმფრინავი აშშ-ის ევროპის სარდლობის პასუხისმგებლობის ქვეშ მყოფ ზონაშია.
„სამუშაო ჯგუფის ეს მისიები ევროპის მასშტაბით იძლევა დიდ შესაძლებლობას, გავაუმჯობესოთ ჩვენი ერთობლივი მზადყოფნა, ხელი შევუწყოთ თავსებადობას“, - განაცხადა აშშ-ის საჰაერო ძალების გენერალმა ჯეიმს ჰეკერმა, USAFE-AFAFRICA და AIRCOM-ის მეთაურმა.
ამერიკული მხარის ცნობით, Bomber Task Force-ის მსგავსი მისიები რეგულარულად დაგეგმილი მისიებია. ამერიკელი ბომბდამშენები დაფრინავენ სხვადასხვა ქვეყანაში, რათა ადგილობრივ საჰაერო სივრცეს გაეცნონ.
ამერიკული B-52-ები ბრიტანეთში ამ წლის დასაწყისშიც იმყოფებოდნენ და ევროპის გარშემო რიგ მისიებს ასრულებდნენ.