სამხრეთ კორეამ და შეერთებულმა შტატებმა ბოლო წლების განმავლობაში ყველაზე დიდი ერთობლივი სამხედრო წვრთნები, საველე სწავლების განახლებით დაიწყეს. Reuters-ის ცნობით, მოკავშირეები ცდილობენ, ჩრდილოეთ კორეის მიერ იარაღის პოტენციური ცდების ფონზე მზადყოფნა გააძლიერონ.
ყოველწლიური საზაფხულო წვრთნები, (Ulchi Freedom Shield) პირველ სექტემბერს უნდა დასრულდეს.
წვრთნები ყველაზე მასშტაბურია 2017 წლის შემდეგ. სამხრეთ კორეის ახალი პრეზიდენტის, იუნ სოკ იოლის წინამორბედი მოლაპარაკებებს ცდილობდა ფხენიანთან, რომელმაც სამხედრო მანევრებს შეჭრის მიზნით რეპეტიცია უწოდა.
ჩრდილოეთ კორეამ გასულ კვირას დასავლეთ სანაპიროდან ორი საკრუიზო რაკეტა გაუშვა, მას შემდეგ რაც სამხრეთ კორეამ და შეერთებულმა შტატებმა წვრთნებისთვის წინასწარი მზადება დაიწყეს.