ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ევროკავშირის „დიდი მისია“ დააანონსა. ჯოზეფ ბორელის თქმით, ომი, რომელიც გრძელდება და, როგორც ჩანს, გაგრძელდება, მოითხოვს ძალისხმევას არამხოლოდ მასალების მომარაგების თვალსაზრისით.
ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგელის თქმით, ეს საკითხი ქვეყნებს შორის მომავალ კვირას, ორდღიან შეკრებაზე განიხილება.
ჯოზეფ ბორელმა აღნიშნა, რომ ამჟამად, ევროკავშირის რამდენიმე ქვეყანა ამზადებს უკრაინელ სამხედროებს, მაგრამ ევროკავშირის წევრი ქვეყნების თავდაცვის მინისტრები, ევროკავშირის ეგიდით უკრაინული ძალებისთვის სასწავლო ოპერაციის ორგანიზების დეტალებსა და პრინციპებზე იმსჯელებენ.
დისკუსია 29 აგვისტოს, პრაღაში შედგება.
„ეს დიდი მისია იქნებოდა”, - ხაზგასმით აღნიშნა ბორელმა ესპანეთში ვიზიტისას და იმედი გამოთქვა, რომ გადაწყვეტილება დამტკიცდება.
როგორც ცნობილია, დიდ ბრიტანეთში უკრაინელი სამხედროების წვრთნას შვედეთი, ფინეთი, დანია, ნორვეგია და ნიდერლანდები შეუერთდნენ.