სავაჭრო პლათფორმების მონაცემებით, ევრო დოლართან მიმართებით, ბოლო 20 წლის ყველაზე დაბალ ნიშნულამდე დაეცა. 1 აშშ დოლარის ღირებულება 0,993 ევროა.
Bloomberg-ის ცნობით, ახლა ევრო ვაჭრობისას იმავე დონეზეა, როგორც 2002 წელს, მისი არსებობის პირველ წლებში.
„ევროპული ვალუტა სუსტდება იმ ეკონომიკური სირთულეების ფონზე, რომელსაც რეგიონი, ენერგეტიკული კრიზისისა და გვალვის კუთხით აწყდება“, - წერს გამოცემა.
ივლისის შუა რიცხვებში ევრო დოლართან მიმართებით დაეცა, რაც სხვა საკითხებთან ერთად, ევროპის ცენტრალური ბანკის მიერ, მაღალი ინფლაციის პირობებში მონეტარული პოლიტიკის გამკაცრების შეფერხებით იყო გამოწვეული.