ევროპის ქვეყნებიდან ამჟამად მხოლოდ უნგრეთი და ავსტრია არ აწვდიან იარაღს უკრაინას. ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ ქვეყნის მასშტაბით სატელეფონო მარათონის დროს განაცხადა, იტყობინება Ukrinform-ი.
მინისტრმა აღნიშნა, რომ ბევრმა ქვეყანამ, რომლებსაც თანამედროვე ისტორიაში არასოდეს მიუწოდებიათ იარაღი კონფლიქტის ზონებში, სრულმასშტაბიანი აგრესიის დაწყების შემდეგ პოზიცია შეიცვალა და ზოგიერთმა სახელმწიფომ ამ მიზნით ეროვნული კანონმდებლობაც კი შეცვალა.
მისი თქმით, დასავლელი პარტნიორების ასეთი შიდაპოლიტიკური დისკუსიები იმის შესახებ, თუ როდის და რომელი იარაღი უნდა გადასცეს უკრაინას, კიევს ყოველდღიურად, ფრონტის ხაზზე დანაკარგებად უჯდება.