დაზვერვა უკრაინელებს დამოუკიდებლობის დღეს რუსეთის პოტენციური თავდასხმების შესახებ აფრთხილებს.
თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის სამმართველოს წარმომადგენელმა ანდრეი იუსოვმა განაცხადა, რომ უკრაინის დამოუკიდებლობის დღეს, რუსეთის სარაკეტო თავდასხმების გაზრდის საფრთხე არსებობს.
ოთხშაბათს, 24 აგვისტოს, უკრაინა საბჭოთა მმართველობისგან დამოუკიდებლობის 31 წლის იუბილეს აღნიშნავს. ამავე დღეს გადის 6 თვე მას შემდეგ, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა.
ორშაბათიდან ხუთშაბათამდე, რუსული სარაკეტო დარტყმის მაღალი რისკის გამო, მასობრივი ღონისძიებები კიევში აკრძალულია. ხოლო ჩრდილო-აღმოსავლეთის ქალაქ ხარკოვში სამშაბათის საღამოდან ხუთშაბათის დილამდე გაფართოებული კომენდანტის საათი ამოქმედდება.