გერმანიის შეიარაღებული ძალების თვითმფრინავი რუსულ თვითმფრინავებს აედევნა

გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების თვითმფრინავი ბალტიისპირეთის გავლით, მოკავშირეთა საჰაერო სივრცის სიახლოვეს, რუსულ თვითმფრინავებს აედევნა. ინფორმაციას NATO-ს წყაროები ავრცელებენ.

მათივე ცნობით, NATO-ს საჰაერო პოლიციის გრძელვადიანი მისია მოკავშირე სახელმწიფოთა მოსახლეობის უსაფრთხოებას იცავს. მათივე განცხადებით, ალიანსი საჰაერო სივრცის უსაფრთხოებას ინარჩუნებს.

ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ბუნდესვერის თვითმფრინავმა მოკავშირეთა საჰაერო სივრცის მახლობლად რუსულ მფრინავს დაბრკოლება შეუქმნა.