პოდოლიაკი: უკურეაქცია გაიზრდება არამხოლოდ ყირიმის ტერიტორიაზე, არამედ, ყველგან სადაც რუსული არმია იმყოფება

ოკუპირებული ყირიმის ტერიტორიაზე გაურკვეველი თავდასხმების რაოდენობა მხოლოდ გაიზრდება. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩეველმა მიხაილო პოდოლიაკმა განაცხადა. პოდოლიაკის თქმით, რუსი ოკუპანტები ფსიქოლოგიურად არ იყვნენ მზად იმისთვის, რაც დღეს ხდება ყირიმში ან ხერსონის, ზაპოროჟიეს, დონეცკის, ლუგანსკის რაიონებში.

მისივე თქმით, უკურეაქცია გაიზრდება არამხოლოდ ყირიმის ტერიტორიაზე, არამედ ყველა ოკუპირებულ ადგილას, სადაც დღეს რუსული არმია იმყოფება.