გერმანიის საჰაერო ძალები ექვს Eurofighter-ს და დამხმარე თვითმფრინავს ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონში განათავსებს, რათა NATO-ს პარტნიორებთან კოორდინაციით, ერთობლივი პროექტები განახორციელოს. ინფორმაციას NATO-ს მოკავშირეთა საჰაერო სარდლობა ადასტურებს.
„ამ განლაგებით... ჩვენ ვაგზავნით მკაფიო გზავნილს: საჰაერო ძალები შესაძლოა, განლაგდეს სწრაფად და გლობალურ დისტანციებზე - თუნდაც პარალელურად შესასრულებელი რამდენიმე მისიით“.
გერმანული გამანადგურებელი და ტაქტიკური სატრანსპორტო თვითმფრინავი სწავლებაში მონაწილეობს, რომელიც 21 აგვისტოდან 9 სექტემბრის ჩათვლით, მრავალეროვნულ გარემოში, მოკავშირეებთან ერთად (საფრანგეთიდან, ნიდერლანდებიდან, გაერთიანებული სამეფოდან და შეერთებული შტატებიდან და რეგიონული პარტნიორები) ტარდება.
გერმანიის ძალები ავსტრალიის სამეფო საზღვაო ძალების საზღვაო საბრძოლო წვრთნას დაუჭერენ მხარს და ოქტომბერში გერმანიაში დაბრუნდებიან.