იაპონიის პრემიერ მინისტრმა ფუმიო კიშიდამ განაცხადა, რომ იაპონიამ უკრაინის მხარდაჭერა და რუსეთზე ზეწოლა უნდა განაგრძოს, მათ შორის სანქციების გამკაცრებით. ამის შესახებ Reuters იტყობინება.
კიშიდამ თავისი კაბინეტის მინისტრებს შესაბამისი დავალება უკვე მისცა.
„ჩვენ გავაგრძელებთ მჭიდრო თანამშრომლობას G7-თან და საერთაშორისო საზოგადოებასთან პრემიერ-მინისტრის მითითებების შესაბამისად და სათანადო რეაგირებას მოვახდენთ“, - განუცხადა ჟურნალისტებს ფინანსთა მინისტრმა შუნიჩი სუზუკიმ.
7 ივნისს, უკრაინის ელჩმა იაპონიაში სერჰი კორსუნსკიმ განაცხადა, რომ ხელი მოეწერა ახალ ხელშეკრულებას, რომელიც უკრაინისთვის დახმარების 500 მილიონი დოლარით გაზრდას ითვალისწინებს.