თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მევლუთ ჩავუშოღლუ თურქულ მედიასთან ინტერვიუში აცხადებს, რომ NATO-ს რამდენიმე ქვეყანას უკრაინაში კონფლიქტის დასრულება არ სურს.
„დასავლეთში არიან ქვეყნები, რომელთაც აქვთ სურვილი, რომ ომი გაგრძელდეს. მათ შორის არიან NATO-ს წევრები. მე არ ვგულისხმობ მხოლოდ აშშ-ს, არამედ NATO-ს წევრ სხვა ქვეყნებსაც“, - განაცხადა დიპლომატმა.
მისი თქმით, ასევე ევროპის ქვეყნებში სურდათ „მარცვლეულის ხელშეკრულების“ საბოტაჟი.
„ჩვენ არ ვკარგავთ იმედს და ვდებთ ძალისხმევას“, - განაცხადა ჩავუშოღლუმ.
ამასთან, მან არ დაასახელა კონკრეტული ქვეყნები, რომელთაც არ სურთ რუსეთ-უკრაინის ომის დასრულება.