რუსული ფინანსური ჯგუფი „სბერბანკის“ აქციები ყაზახეთში, ადგილობრივმა ნაციონალურმა Baiterek ჰოლდინგმა იყიდა.
სბერბანკმა ყაზახეთის ბაზრის დატოვების გადაწყვეტილება შექმნილი გეოპოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე მიიღო.
ბანკში აღნიშნეს, რომ „სბერბანკ ყაზახეთს“ აქვს საკმარისი ლიკვიდობა, მაღალი ხარისხის საკრედიტო პორტფელი და მრავალი წლის განმავლობაში იყო ყაზახეთის ფინანსურ ბაზარზე ერთ-ერთი მთავარი მოთამაშე.
„სბერბანკი ყაზახეთის“ შეძენის გადაწყვეტილების მიღებისას, Baiterek ჰოლდინგმა შეაფასა მისი მაღალი მნიშვნელობა ქვეყნის ფინანსური სისტემისთვის. ბანკის საკუთრებაში არსებული თანამედროვე ინფრასტრუქტურა და ტექნოლოგიები ფინანსურ ინსტიტუტს საშუალებას მისცემს მოკლე დროში დაუბრუნდეს სრულფასოვან მუშაობას და დაიწყოს ყაზახეთის ეკონომიკის რეალური სექტორის დაფინანსება“, - ნათქვამია ანგარიშში.