ზელენსკი: უკრაინა არასოდეს აღიარებს უცხო დროშის ფერებს ჩვენს მიწაზე

„ჩვენ არასოდეს ვიცნობთ უცხო ფერებს ჩვენს მიწაზე და ჩვენს ცაზე. ჩვენ ყოველთვის მზად ვართ, დავიცვათ ჩვენი ლურჯ-ყვითელი დროშა“, - ამ სიტყვებით უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელ ხალხს უკრაინის ეროვნული დროშის დღე მიულოცა.

მისივე განცხადებით, „უკრაინის ლურჯი და ყვითელი დროშა ისევ იფრიალებს იქ, სადაც მისი სახლია - უკრაინის ყველა დროებით ოკუპირებულ დასახლებაში, იმ დასახლებებში, რომლებიც დროებით არის ოკუპირებული“.