უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ პოლონეთის პრეზიდენტ ანდჯეი დუდასთან განიხილა ორმხრივი საკითხების მთელი სპექტრი, მათ შორის უკრაინის უსაფრთხოებისა და თავდაცვის მხარდაჭერა. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა კიევში პოლონეთის ლიდერთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ზელენსკის თქმით, გაიმართა ნაყოფიერი მოლაპარაკება და განიხილეს ორმხრივი ურთიერთობების მთელი რიგი საკითხები: „ჩვენი ხალხების და ზოგადად, ევროპის თავისუფლების ერთობლივად დაცვის საკითხი. რა თქმა უნდა, ვისაუბრეთ თავდაცვაზე, უსაფრთხოებაზე, დახმარებაზე“, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.
დუდას ოფისში განაცხადეს, რომ მისი ვიზიტი მოიცავს ორმხრივ მოლაპარაკებებს უკრაინის სამხედრო, ეკონომიკურ და ჰუმანიტარულ მხარდაჭერასთან დაკავშირებით. დუდა ასევე აპირებს, შეუერთდეს ყირიმის პლატფორმას, საერთაშორისო სამიტს, რომელიც პირველად, 2021 წელს გაიმართა.
23 აგვისტოს დაგეგმილ მეორე სამიტს ონლაინ შეუერთდებიან გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი, კანადის პრემიერ მინისტრი ჯასტინ ტრუდო, იაპონიის პრემიერ მინისტრი ფუმიო კიშიდა და NATO-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი.