დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის ბორის ჯონსონის განცხადებით, საერთაშორისო თანამეგობრობამ უნდა გააგრძელოს უკრაინის ყველა საჭირო მხარდაჭერა, მათ შორის უსაფრთხოების დახმარება, ვიდრე რუსეთი უკრაინიდან თავის ძალებს არ გაიყვანს.
ჯონსონმა აღნიშნა, რომ რუსეთის მიერ ყირიმის უკანონო ანექსიის გაგრძელებაა ახლანდელი ომი, თუმცა მაშინ ყველას არ ესმოდა, ამის მნიშვნელობა.
„მაგრამ მას შემდეგ, რაც პუტინმა 24 თებერვალს უკრაინის წინააღმდეგ თავდასხმა გააძლიერა, საერთაშორისო საზოგადოებამ ძლიერად და ერთიანობით მოახდინა რეაგირება.
ჩვენ არასოდეს ვაღიარებთ რუსეთის მიერ ყირიმის ან უკრაინის სხვა ტერიტორიის ანექსიას.
პუტინის თავდასხმის ფონზე, ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ჩვენს უკრაინელ მეგობრებს სამხედრო, ჰუმანიტარული, ეკონომიკური და დიპლომატიური მხარდაჭერა, სანამ რუსეთი არ დაასრულებს ამ საზარელ ომს და არ გაიყვანს თავის ძალებს უკრაინიდან“, - განაცხადა ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა ყირიმის პლატფორმის სამიტზე.
,,ყირიმის პლატფორმა“ უკრაინის პრეზიდენტის ინიციატივით შეიქმნა და მიზნად ისახავს ყირიმის მიმდინარე ოკუპაციაზე საერთაშორისო რეაგირების ეფექტიანობის გაუმჯობესებას, უსაფრთხოების მზარდ საფრთხეებზე რეაგირებას, კრემლზე საერთაშორისო ზეწოლის გაზრდას, ყირიმის დეოკუპაციისა და მისი უკრაინისთვის დაბრუნებას.