კანადაში, სასტუმროდან ჩერჩილის ცნობილი ფოტო მოიპარეს

ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრის, უინსტონ ჩერჩილის ცნობილი ფოტოსურათი, კანადის დედაქალაქ ოტავაში მდებარე Chateau Laurier სასტუმროდან მოიპარეს და ასლით ჩაანაცვლეს.

სასტუმროს ცნობით, მათ შაბათ-კვირას შენიშნეს, რომ ჩერჩილთან ერთად ფოტო გარკვეულწილად გადახრილი იყო. ამის შემდეგ მუშებმა დაადგინეს, რომ ჩარჩო, რომელშიც ფოტო იყო განთავსებული, არ ემთხვეოდა კარშის სხვა ფოტოების ჩარჩოებს.

კარშმა ჩერჩილის ფოტო 1941 წლის დეკემბერში გადაიღო, მას შემდეგ, რაც ბრიტანეთის მთავრობის მეთაური კანადის პარლამენტში გამოვიდა.

ფოტო ცნობილი გახდა ჩერჩილის დამახასიათებელი პოზის გამო, ასევე ამ ფოტოში ჩერჩილს სიგარა, როგორც მისი ყოველდღიურობის ატრიბუტი, არ აქვს. 

იუსუფ კარში მე-20 საუკუნის ერთ-ერთ უდიდეს ფოტოგრაფად მიიჩნევა. ის მეუღლე ესტრელიტასთან ერთად თითქმის ორი ათწლეულის განმავლობაში ცხოვრობდა შატო ლაურიეში, სადაც საკუთარ სტუდიას მართავდა.