რუსეთის სამხედრო შეჭრის ყველაზე უარესი სცენარი უკან დარჩა და უკრაინა ამჟამად ბრძოლის ველზე სიტუაციის სტაბილიზაციის ეტაპზეა. ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრმა ოლექსი რეზნიკოვმა CNN-თან ინტერვიუში განაცხადა.
მისივე თქმით, ქვედანაყოფების მცირე გადაადგილებით, უკრაინამ ბევრი კარგი შემაკავებელი მექანიზმი შექმნა.
ეშენია თუ არა იმის, რომ საერთაშორისო საზოგადოება დაიღლება, რეზნიკოვი ამბობს, რომ ის ამას „დაღლილობის სინდრომს“ უწოდებდა.
„ჩემთვის ეს ერთ-ერთი მთავარი საფრთხეა. ჩვენ უნდა ვიმუშაოთ ამ საფრთხის წინააღმდეგ. უნდა ვთხოვოთ ხალხს, არ დაიღალონ, რადგან ეს ჩვენთვის ძალიან, ძალიან სახიფათოა“, – განაცხადა რეზნიკოვმა.