ყაზახეთის პრეზიდენტი კასიმ-ჟომარტ ტოკაევი ოთხშაბათს ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანში ჩავიდა.
აზერბაიჯანის დედაქალაქის აეროპორტში, ყაზახეთის ლიდერს აზერბაიჯანის პირველი ვიცე-პრემიერი იაგუბ ეიუბოვი და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ხალაფ ხალაფოვი დახვდნენ.
ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია მოლაპარაკებები ყაზახეთისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტებს შორის ვიწრო და გაფართოებულ ფორმატში.
სახელმწიფოს მეთაურები მრავალმხრივი ორმხრივი თანამშრომლობის საკითხების ფართო სპექტრს განიხილავენ.
მოლაპარაკებების შემდეგ რამდენიმე დოკუმენტს მოეწერება ხელი.