NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა უკრაინას დამოუკიდებლობოს დღე მიულოცა.
„რუსეთის მიერ წარმოებული ომი უკრაინაში არის ყველაზე დიდი კრიზისი ევროპის უსაფრთხოებისთვის მეორე მსოფლიო ომის შემდეგ. უკრაინის შეიარაღებული ძალები და მთელი უკრაინელი ხალხი იჩენს უზარმაზარ გამბედაობას და სიმამაცეს პრეზიდენტ ზელენსკის ხელმძღვანელობით. თქვენ ხართ შთაგონების წყარო მსოფლიოსთვის“, - ამბობს სტოლტენბერგი ვიდეოგზავნილში და აქვე კიდევ ერთხელ ამატებს, რომ ალიანსი გრძელვადიან პერსპექტივაში უკრაინის მხარდასაჭერად მზადაა.
მისი თქმით, მოკავშირეები დაეხმარებიან უკრაინას, ვიდრე ეს საჭირო იქნება.
„უკრაინამ უნდა გაიმარჯვოს, უკრაინა გაიმარჯვებს“, - აღნიშნავს სტოლტენბერგი.
უკრაინის 31-ე დამოუკიდებლობის დღეს 24 აგვისტოს აღნიშნავს და ამ დღეს, რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრიდან ზუსტად ექვს თვე გავიდა. წელს არ იქნება ზეიმი. ისმის გაფრთხილებები რუსეთის მხრიდან პოტენციურ საფრთხეზე.
დღესასწაულის წინ, მთავრობამ დედაქალაქ კიევში მასობრივი შეკრებები აკრძალა. ჩვეულებრივ, უკრაინული სამხედრო აღლუმის ნაცვლად, რომელსაც კონცერტი მოჰყვებოდა ხოლმე, კიევის ცენტრალურ ქუჩაზე, ახლა, უკრაინულ ძალებთან ბრძოლაში დაზიანებული და დამწვარი რუსული სამხედრო მანქანები გვხვდება.