უკრაინის პრეზიდენტი დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით ვიდეომიმართვაში ამბობს, რომ ერმა, რომელიც ხელახლა დაიბადა, ევროპა გამოაღვიძა.
ზელენსკის თქმით, „ოკუპანტს სჯეროდა, რომ რამდენიმე დღეში ის ჩვენი დედაქალაქის ცენტრში აღლუმს ჩაატარებდა“.
„დღეს ეს „აღლუმი“ ხრეშჩატიკზე შეგიძლიათ, ნახოთ. მტკიცებულება იმისა, რომ მტრის ტექნიკა კიევის ცენტრში მხოლოდ ასეთი ფორმით შეიძლება, გამოჩნდეს. დამწვარი, დანგრეული და განადგურებული. ჩვენთვის არ აქვს მნიშვნელობა როგორი ჯარი გყავთ, ჩვენთვის მნიშვნელოვანია ჩვენი მიწა. ამისთვის ბოლომდე ვიბრძოლებთ“, - ამბობს ზელენსკი.
„უკრაინელმა ხალხმა და მათმა გამბედაობამ შთააგონა მთელი მსოფლიო. მათ კაცობრიობას ახალი იმედი მისცეს, რომ სამართლიანობამ ბოლომდე არ მიატოვა ჩვენი ცინიკური სამყარო. და, მასში არა ძალა, არამედ სიმართლე იმარჯვებს. ფული კი არა, ღირებულებები იმარჯვებს. ჩვენი დროშა იქნება ყველგან, სადაც უნდა იყოს. როგორც დონბასში, ასევე ყირიმში. მტერს ეგონა, ყვავილებით და შამპანურით დავხვდებოდით, ამის ნაცვლად, გვირგვინები და მოლოტოვის კოქტეილები მიიღეს“, - აღნიშნავს უკრაინის პრეზიდენტი ამავე ვიდეომიმართვაში.