საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე უკრაინელ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.
„უკრაინელ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს ვულოცავ. თქვენი სამაგალითო ბრძოლა თავისუფლებისთვის დამოუკიდებლობის უდიდეს მნიშვნელობას უსვამს ხაზს. უკრაინის ხალხს უწყვეტ ძალასა და სიმამაცეს ვუსურვებთ, რათა დაიცვას თავისი სამშობლო და მშვიდობიანი და წარმატებული მომავალი უზრუნველყოს“, - წერს შალვა პაპუაშვილი Twitter-ზე.
უკრაინის 31-ე დამოუკიდებლობის დღეს 24 აგვისტოს აღნიშნავს და ამ დღეს, რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრიდან ზუსტად ექვს თვე გადის. წელს არ იქნება ზეიმი. ისმის გაფრთხილებები რუსეთის მხრიდან პოტენციურ საფრთხეზე.
დღესასწაულის წინ, მთავრობამ დედაქალაქ კიევში მასობრივი შეკრებები აკრძალა. ჩვეულებრივ, უკრაინული სამხედრო აღლუმის ნაცვლად, რომელსაც კონცერტი მოჰყვებოდა ხოლმე, კიევის ცენტრალურ ქუჩაზე, ახლა, უკრაინულ ძალებთან ბრძოლაში დაზიანებული და დამწვარი რუსული სამხედრო მანქანები გვხვდება.