ყაზახეთსა და აზერბაიჯანს შორის ძმური ურთიერთობები ახალ მაღალ დონეზე ავა. Trend-ის ცნობით, ამის შესახებ, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ყაზახეთის პრეზიდენტ ყასიმ-ჟომართ ტოყაევთან პირისპირ შეხვედრისას განაცხადა.
„ძვირფასო ბატონო პრეზიდენტო, კეთილი იყოს თქვენი მობრძანება აზერბაიჯანში. ძალიან მიხარია თქვენი ნახვა. დარწმუნებული ვარ, რომ თქვენი ვიზიტი იქნება ძალიან წარმატებული და მეგობრული, ძმური ურთიერთობები ყაზახეთსა და აზერბაიჯანს შორის ახალ მაღალ დონეზე ავა. ჩვენ დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ თქვენს ვიზიტს. დარწმუნებული ვარ, რომ ვიზიტების შედეგები ძალიან კარგი იქნება“, - განაცხადა სახელმწიფოს მეთაურმა.
ყაზახეთის პრეზიდენტი ბაქოში, ოფიციალური ვიზიტით დღეს ჩავიდა.