24 აგვისტოს ვაჭრობის შედეგად, საქართველოს ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით 1.92 თეთრით გაუფასურდა და ერთი აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.8192 ლარი გახდა.
სებ-ის ცნობით, ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებით 1.79 თეთრით გაუფასურებაა, შედეგად ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 2.7972 ლარი გახდა.
2.68-თეთრიანი გაუფასურებაა ბრიტანულ გირვანქა სტერლინგთან, რის შედეგად ვალუტის გაცვლითმა კურსმა 3.3199 ლარი შეადგინა.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად, თურქული ლირის კურსმა 0.1553 ლარი შეადგინა.