ილია დარჩიაშვილი: დაე, ომი მალე დასრულდეს და უკრაინა ამ განსაცდელიდან უფრო ძლიერი გამოვიდეს

უკრაინას დამოუკიდებლობის დღე მიულოცა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა. ილია დარჩიაშვილის თქმით, საქართველო სოლიდარულია უკრაინის მიმართ და მის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მხარს უჭერს.

„უკრაინას დამოუკიდებლობის დღეს, განსაკუთრებულ დღესასწაულს ვულოცავ. დაე, ომი მალე დასრულდეს და უკრაინა უფრო ძლიერი გამოვიდეს ამ განსაცდელიდან, რათა მისმა ხალხმა იცხოვროს თავისუფალ და აყვავებულ ქვეყანაში. საქართველო სოლიდარულია უკრაინის მიმართ და მის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მხარს უჭერს“, - წერს მინისტრი Twitter-ზე. 

უკრაინა 31-ე დამოუკიდებლობის დღეს 24 აგვისტოს აღნიშნავს და ამ დღეს, რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრიდან ზუსტად ექვსი თვე გავიდა. 

დღესასწაულის წინ, მთავრობამ დედაქალაქ კიევში მასობრივი შეკრებები აკრძალა. ჩვეულებრივ, უკრაინული სამხედრო აღლუმის ნაცვლად, რომელსაც კონცერტი მოჰყვებოდა ხოლმე, კიევის ცენტრალურ ქუჩაზე, ახლა, უკრაინულ ძალებთან ბრძოლაში დაზიანებული და დამწვარი რუსული სამხედრო მანქანები გვხვდება.