პენტაგონი უკრაინისთვის გამოყოფილი უსაფრთხოების დამატებითი დახმარების შესახებ დეტალებს ავრცელებს.
შეერთებული შტატები უკრაინისთვის უსაფრთხოების დახმარების ყველაზე დიდი ტრანშის ფარგლებში, 2,98 მილიარდი დოლარის ღირებულების დახმარებას გაგზავნის, კერძოდ, დამატებით ექვს ნაციონალურ გაფართოებულ, მიწისზედა-ჰაერის სარაკეტო სისტემას (NASAMS). ჯამში, აშშ-ის მიერ დამტკიცებული ბოლო, $6 მილიარდიანი პაკეტიდან, სამი თავდაცვას და სამიც ფინანსურ მხარდაჭერას მოიცავს.
ეს არის სახმელეთო საჰაერო თავდაცვის სისტემა, რომელიც შემუშავებულია Kongsberg Defense & Aerospace (KDA) და Raytheon-ის მიერ. სისტემა გამოიყენება უპილოტო საჰაერო ხომალდების (UAVs), ვერტმფრენების, საკრუიზო რაკეტების, უპილოტო საბრძოლო საჰაერო ხომალდების (UCAV) და თვითმფრინავების წინააღმდეგ დასაცავად).
პენტაგონის პრესმდივანმა, საჰაერო ძალების ბრიგადის გენერალმა პეტ რაიდერმა განაცხადა, რომ ეს არის უკრაინის უსაფრთხოების დახმარების ყველაზე დიდი ტრანში, რომელიც მათ შორის მოიცავს შემდეგს:
- ექვსი დამატებითი მოწინავე მიწისზედა-ჰაერის სარაკეტო სისტემა (NASAMS), NASAMS-ის დამატებითი საბრძოლო მასალებით
- 24-მდე კონტრსაარტილერიო რადარი; პუმას უპილოტო საჰაერო სისტემები (UAS) და დამხმარე აღჭურვილობა Scan Eagle UAS სისტემებისთვის
- VAMPIRE კონტრ-უპილოტო საჰაერო სისტემები; ლაზერული მართვადი სარაკეტო სისტემები