იტალიის სწრაფვამ, შეემცირებინა თავისი დამოკიდებულება რუსულ ბუნებრივ გაზზე, ქვეყანა ნაკლებად დაუცველი გახადა, ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მარიო დრაგიმ განაცხადა და აღნიშნა, რომ ქვეყანამ ზამთრამდე დააგროვა თავისი გაზის მარაგის 80 პროცენტი და უკვე 90 პროცენტს მიაღწევს.
დრაგიმ დაამატა, რომ იტალიამ რუსულ ბუნებრივ გაზზე დამოკიდებულება გასულ წელს დაახლოებით, 40 პროცენტამდე შეამცირა.
მისი თქმით, იტალია რუსეთისგან სრულიად დამოუკიდებელი შეიძლება, 2024 წლის შემოდგომაზე გახდეს, თუკი ორ ახალ რეგაზიფიკაციის ქარხანას აამუშავებს.
იტალიის პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან გადადგა ივლისში.
ის თანამდებობაზე 25 სექტემბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ახალი მთავრობის ჩამოყალიბებამდე რჩება.