ესპანეთის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ უკრაინისთვის დახმარების ახალი პაკეტი მოიცავს ჯავშანმანქანებს, საჰაერო თავდაცვის რაკეტებს, საბრძოლო მასალას, სამხედრო მრჩევლებს, საწვავსა და ზამთრის ტანსაცმელს.
„უკრაინა დღეს ევროპის გულია. დღეს, ისევე როგორც ექვსი თვის წინ, ესპანეთი დგას და ყოველთვის იქნება უკრაინელი ხალხის გვერდით მათ ბრძოლაში თავისუფალი და მშვიდობიანი მომავლის დასაცავად“, - დაწერა ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა პედრო სანჩესმა.