დიდ ბრიტანეთში, 29 წლის შანტელ ბროტონმა უნიკალური ტყუპები გააჩინა, რომელთაც განსხვავებული ფერის კანი აქვთ.
ბიჭს ეონი დაარქვეს, გოგონას აზირა. ისინი მიმდინარე წლის აპრილში დაიბადნენ. ბროტონის თქმით, დაბადებისთანავე ბავშვები ერთნაირად გამოიყურებოდნენ, მაგრამ რამდენიმე თვის შემდეგ აზირა ძმაზე ბევრად მუქი გახდა.
ახლა ბავშვების გარეგნობა შესამჩნევად განსხვავებულია. ბიჭს ღია კანი და მწვანე თვალები აქვს, გოგონას კი მუქი კანი და ყავისფერი თვალები.
უნიკალური ტყუპების დედა შერეული რასის წარმომადგენელია. მისი დედის ბაბუა ნიგერიიდან იყო. ამასთან, ტყუპების მამის წინაპრები შოტლანდიური და იამაიკური წარმოშობის არიან.