იაპონიის ნაციონალური პოლიციის ხელმძღვანელი, იტარუ ნაკამურა, თანამდებობიდან გადადგა. ამის მიზეზად, მან იაპონიის ყოფილი პრემიერის სინძო აბეს მკვლელობა დაასახელა. მისი თქმით, სამართალდამცველებმა დაცვის წესებში შეცდომები დაუშვეს.
ამის შესახებ The Japan Times წერს.
იტარუ ნაკამურამ დასძინა, რომ გადადგომის შესახებ განცხადება უკვე წარუდგინა საზოგადოებრივი უსაფრთხოების ეროვნულ კომისიას.
ნაკამურა ასევე წუხს, რომ პოლიციამ 8 ივლისს, ზედა პალატის არჩევნების წინ გამართულ საარჩევნო მიტინგზე სინძო აბე ვერ დაიცვა.