ცესკო-ს თავმჯდომარის გიორგი კალანდარიშვილის განცხადებით, თუ 2024 წლისთვის შესაბამისი მზაობა და ფინანსები იქნება, საარჩევნო ადმინისტრაციას შეუძლია, დაახლოებით 1200 საარჩევნო უბანზე ელექტრონული ტექნოლოგიები დანერგოს. ამის შესახებ კალანდარიშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.
მისივე თქმით, დღეს სამუშაო ჯგუფის წევრების მხრიდან განსაკუთრებული აქცენტი სწორედ ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებაზე გაკეთდა.
„საარჩევნო ადმინისტრაცია ინტენსიურად მუშაობს, რათა ყველა შესაძლებლობა გამოვიყენოთ, რომ რაც შეიძლება მეტი პილოტირება განვახორციელოთ, რომ 2024 წელს ადმინისტრაცია უფრო მეტად მომზადებული და კვალიფიციური შეხვდეს ტექნოლოგიების გამოყენების მასშტაბების შესაძლო ზრდას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია იქიდან გამომდინარე, რომ განვლილმა პილოტირებამ აჩვენა და წინ სენაკის მუნიციპალიტეტის სამივე საარჩევნო უბანზე მოვახდენთ ორივე ტიპის ტექნოლოგიური საშუალებების გამოყენებას, რაც იმის ხმამაღლა თქმის შესაძლებლობას მოგვცემს, რომ ჩვენს ქვეყანაში ტექნოლოგიების გამოყენებას დიდი პერსპექტივა აქვს, რადგან მას შეუძლია, მნიშვნელოვნად გადააზღვეიოს ყველა ის საკითხი, რაშიც გარკვეული წუხილები სხვადასხვა არჩევნებზე ისმოდა“, – განაცხადა კალანდარიშვილმა.