დმიტრო კულება: რუსეთის მოქალაქეებს უნდა აეკრძალოთ საზღვრების გადაკვეთა, რომ მათი პატივისცემა ისწავლონ

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, დმიტრო კულება აღნიშნავს, რომ რუს ტურისტებს საერთაშორისო საზღვრების გადაკვეთის უფლება უნდა ეკრძალოთ, ვიდრე საზღვრების პატივისცემას არ ისწავლიან. 

კულებას თქმით, აუცილებელია, რომ ევროკავშირისა და დიდი შვიდეულის ყველა ქვეყანამ შეწყვიტოს ტურისტული ვიზების გაცემა რუსებისთვის, როგორც პირველი ნაბიჯი მათ გამოსაფხიზლებლად.

„მნიშვნელოვანია გვესმოდეს, რომ ისინი, ვინც მხარს უჭერენ უკრაინის წინააღმდეგ ტანკებისა და რაკეტების გამოყენებით აგრესიას, ასევე მხარს უჭერენ ევროპისა და დასავლეთის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიას.

რუსი ტურისტი, რომელიც ბრანდენბურგის კარიბჭესთან ან ეიფელის კოშკთან ღიმილიან სელფს იღებს, დიდი ალბათობით, არის ის, ვინც აღმერთებს პუტინს და სურს, რომ ევროპელები  ზამთარში გაიყინონ“, - აცხადებს დმიტრო კულება.

ცნობისათვის, რამდენიმე ქვეყანამ, მათ შორის ჩეხეთმა, ესტონეთმა, ლატვიამ, მხარი დაუჭირა რუსეთის მოქალაქეებისთვის ტურისტული ვიზის აკრძალვას.

უკრაინის ოფიციალურმა პირებმა მოუწოდეს ქვეყნებს, რუსეთის მოქალაქეებისთვის საზღვრები ჩაკეტონ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ აგვისტოს დასაწყისში, Washington Post-ს განუცხადა, რომ „ყველაზე მნიშვნელოვანი სანქციები საზღვრების დაკეტვაა, რადგან რუსები სხვებს ართმევენ მიწას”.