ტაივანმა უკრაინას 800 ერთეული (Revolver 860) ბომბდამშენი დრონი გადასცა. ამის შესახებ Bild-ი იუწყება.
Revolver 860 შეუძლია, ატაროს რვა 60 მილიმეტრიანი ნაღმი ან სხვა კალიბრის საბრძოლო მასალა. სრულად დამუხტვის შემთხვევაში, დრონს 40 წუთში 20 კილომეტრამდე ფრენა შეუძლია.
ცნობისათვის, ნორვეგია და დიდი ბრიტანეთი უკრაინას მიკროდრონებს ერთობლივად მიაწვდიან.
Eledyne Flir Black Hornet თვითმფრინავების ღირებულება, რომელიც დაზვერვისა და სამიზნეების იდენტიფიცირებისთვის გამოიყენება, 9,26 მილიონი დოლარი იქნება.