ბელგია უკრაინას 8 მილიონ ევროს გამოუყოფს. ამის შესახებ ფედერალური მთავრობის კომუნიკეშია ნათქვამი.
ბელგიის საგარეო საქმეთა მინისტრმა აჯა ლაბიბმა განაცხადა, რომ ზამთრის წინ, უკრაინელი სამხედროების საჭირო ტექნიკით აღჭურვა მნიშვნელოვანია.
„ზამთარი კონფლიქტის პოტენციურად გადამწყვეტ ეტაპს გვპირდება, - განაცხადა მინისტრმა.
ბელგიური მხარე განმარტავს, რომ ბრიუსელი მადრიდის სამიტზე NATO-ს ქვეყნების სახელმწიფოთა და მთავრობათა მეთაურების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას ასრულებს.