ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო (IAEA) მისიისთვის ემზადება და 5 სექტემბრამდე ოკუპირებულ ენერგოდარში ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის მონახულება სურს.
ოფიციალური წარმომადგენლის თქმით, ინსპექტირება ჯერ კიდევ ომის დაწყებამდე, ექვსი თვის წინ დაიგეგმა, რაც იქნებოდა ზაპორიჟიეს უსაფრთხოების გარემოს პირველი შეფასება ბოლო 16 წლის განმავლობაში.
უკრაინის ენერგეტიკის მინისტრმა გერმან გალუშჩენკომ განაცხადა, რომ ერთობლივმა მისიამ შესაძლოა, მუშაობა უკვე სექტემბერში დაიწყოს. მისივე თქმით, ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურში IAEA და გაეროს მუდმივი მისია უნდა შედგებოდეს როგორც ბირთვული ენერგეტიკის სპეციალისტებისგან, ასევე სამხედრო ექსპერტებისგან, გარდა რუსეთის ფედერაციის წარმომადგენლებისა.
ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური ევროპაში უდიდესი ატომური ელექტროსადგურია. 4 მარტიდან ის რუსმა სამხედროებმა დაიკავეს.