უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენთან გამართული სატელეფონო საუბრის დეტალებზე ისაუბრა. მან შტატების მიერ გამოყოფილ დახმარებას გაუსვა ხაზი და დახმარების პაკეტში არსებულ კრიტიკულად მნიშვნელოვან იარაღზე მიუთითა.
„ჩვენ მოვახერხეთ ყველა საკითხის განხილვა, რომელიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია უკრაინის დაცვისა და თავისუფლებისთვის. მე მადლობა გადავუხადე ბატონ პრეზიდენტს და შეერთებული შტატების მთელ ხალხს ჩვენი სახელმწიფოს მაკროფინანსური მხარდაჭერისთვის.
გუშინ პრეზიდენტმა ბაიდენმა დაამტკიცა 6 მილიარდი დოლარის პაკეტი: სამი თავდაცვის და სამი ფინანსური დახმარების შესახებ - მსოფლიო ბანკის მეშვეობით, მე განსაკუთრებით ვაფასებ ამ პაკეტში საჰაერო თავდაცვის ჩართვას. ჩვენ ნამდვილად შეგვიძლია დავრწმუნდეთ, რომ რუსული სარაკეტო ტერორი დაძლეული იქნება, როდესაც უკრაინა მიიღებს NASAMS-ის საზენიტო-სარაკეტო სისტემებს“, - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
მისივე თქმით, აშშ-ის პრეზიდენტთან ასევე განიხილა ზაპოროჟიეს ელექტროსადგურზე არსებული ვითარება.
„ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ მსოფლიომ იცოდეს ყველა დეტალი ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე არსებული სიტუაციის შესახებ. კერძოდ, დღეს ამის შესახებ დეტალურად ვესაუბრე ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს ჯო ბაიდენს.
საჭიროა უკრაინაში ატომური ელექტროსადგურის სათანადო კონტროლი და სასწრაფოდ IAEA-ს (ატომური ენერგიის საერთაშორისო) სააგენტო წვდომის უზრუნველყოფა. ამის გაკეთება ახლა უფრო ადვილია, ვიდრე მოგვიანებით, თუ ქარი დაიწყებს რადიაციული დაბინძურების გავრცელებას მთელ ევროპაში“, - განაცხადა ზელენსკიმ.