რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი უკრაინას რაკეტებითა და ტანკებით დაესხა თავს, ევროპულ ქვეყნებს კი, ენერგიაზე ხელოვნური ფასებით, ინფლაციათა და პროპაგანდით.
ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ კიევში იტალიელ კოლეგასთან ლუიჯი დი მაიოსთან ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.
„მისი აზრით, ის, ვინც ფიქრობს, რომ პუტინს მხოლოდ უკრაინა სჭირდება, ღრმად ცდება.
„მინდა, იტალიაში და ევროპის სხვა ქვეყნებში გაიგონ, რომ პუტინი თავს დაესხა ყველას. ჩვენ ერთ ნავში ვართ“, - განაცხადა უმაღლესმა დიპლომატმა.