აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი რუსეთს მოუწოდებს, ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე სრული კონტროლი უკრაინას დაუბრუნოს და ადგილზე ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) წვდომა უზრუნველყოს. ამის შესახებ თეთრის სახლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, რომელიც ჯო ბაიდენსა და უკრაინის პრეზდენტს შორის სატელეფონო საუბარს ეძღვნება.
„მე მკაფიოდ განვაცხადე, რომ აშშ გააგრძელებს უკრაინისა და უკრაინელი ხალხის მხარდაჭერას მაშინ, როდესაც ისინი იბრძვიან თავიანთი სუვერენიტეტის დასაცავად“, - აღნიშნა თავის მხრივ ჯო ბაიდენმა Twitter-ზე განთავსებულ პოსტში.