კანადა ქუვეითში მდებარე სამხედრო ბაზას დიდ ბრიტანეთში გადაიტანს, რათა უფრო აქტიური და მჭიდრო მხარდაჭერა გაუწიოს უკრაინას. ამის შესახებ CBC-ის შტაბის უფროსი გენერალი უეინ ეირმა აცხადებს.
მისი თქმით, C-130J სატვირთო თვითმფრინავები და სახმელეთო დამხმარე დანაყოფები დიდ ბრიტანეთში განლაგდებიან.
S-130 ტაქტიკური საავიაციო რაზმი, რომელიც ადრე დავალებებს ახლო აღმოსავლეთსა და აფრიკაში ასრულებდა, შოტლანდიაში გადანაწილების შემდეგ მოქმედებას უკრაინის მიმართულებით განაგრძობს.