აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მეორე დოზა გაიკეთა. ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს. ინექცია ბაიდენმა მარცხენა მკლავზე დელავერში, ნიუარკის ChristianaCare -ის საავადმყოფოში გაიკეთა.
Pfizer-BioNTech -ის ვაქცინა გათვალისწინებულია ორ ინექციაზე, სამკვირიანი ინტერვალით. ჯო ბაიდენმა პირველი დოზა 21 დეკემბერს გაიკეთა.
არჩეულმა პრეზიდენტმა, მადლობა გადაუხადა ექიმებს. ბაიდენი დარწმუნებულია, რომ შეძლებენ 50 მილიონი ამერიკელის ვაქცინაციას, მისი პრეზიდენტობის პირველი 100 დღის განმავლობაში.
მისივე თქმით, ვაქცინის დანერგვა საწყის ეტაპზეა და გააფრთხილა ამერიკელები ხანგრძლივი ვადის შესახებ.
”ამას დრო დასჭირდება”, - აღნიშნა ბაიდენმა.