ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს მისია ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე მომავალ კვირას არის დაგეგმილი.
ენერგეტიკის მინისტრის მრჩევლის ლანა ზერკალის თქმით, რუსული ძალები ცდილობენ, ხელი შეუშალონ ამ მისიის განხორციელებას.
უკრაინის სახელმწიფო ატომურმა კომპანიამ 25 აგვისტოს განაცხადა, ისტორიაში პირველად, რუსეთის მიერ დაბომბვამ ზაპორიჟიეს ატომური სადგური ქსელიდან გათიშა.
უკრაინული მხარის ბოლო ინფორმაციით, ზაპორიჟჟიას ატომური ელექტროსადგურები კვლავ გათიშულია ელექტროენერგიის ქსელიდან. „ენერგოატომის„ ინფორმაციით, მიმდინარეობს მოსამზადებელი სამუშაო ზაპოროჟიეს ატომური სადგურის ორი ენერგობლოკის ელექტრო ქსელთან დასაკავშირებლად.
გვიან ღამით, ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტომ განაცხადა, რომ უკრაინის ელექტროქსელთან ზაპოროჟიეს ელექტროსადგურის კავშირი აღდგა.
ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური ევროპაში უდიდესი ატომური ელექტროსადგურია. 4 მარტიდან ის რუსმა სამხედროებმა დაიკავეს.