თეგი: IAEA

რადიაციის დონე ზაპოროჟიეში, დაზიანებულ ატომურ ელექტროსადგურზე - IAEA-ს განმარტება

6 აგვისტოს რუსეთის თავდასხმამ ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურს გარკვეული ზიანი მიაყენა, თუმცა რადიაციის დონე ნორმაშია. ამის შესახებ ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) გენერალური დირექტორი რაფაელ გროსი, უკრაინის ატომური ენერგიის სააგენტოს მიერ მიწოდებულ ცნობებზე დაყრდნობით აცხადებს. გაერო კვლავ იმედოვნებს, რომ ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს წარმომადგენლებს სადგურზე წვდომის საშუალებას მისცემენ. რაზე შეთანხმდნენ უკრაინული და ამერიკული მხარეები ზაპორიჟიეს ატომურ ელექტროსადგურთან დაკავშირებულ შეხვედრაზე დაზიანებულია ელექტრომომარაგების სისტემა, კედლები, სახურავი, ფანჯრები, გაყვანილობა, რამაც შესაძლოა, გავლენა იქონიოს სამი სენსორის მუშაობაზე. 9 აგვისტოს უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა რომ, მსოფლიომ არ უნდა დაივიწყოს ჩერნობილის კატასტროფა. ზელენსკიმ აღნიშნა, რომ ზაპორიჟიეს ატომური ელექტროსადგური ყველაზე დიდია ევროპაში. ბოლო დღეების განმავლობაში, რუსული ჯარები აქტიურად ხსნიდნენ ცეცხლს ზაპორიჟიეს ატომური ელექტროსადგურის და ქალაქ ენერჰოდარის მიმართულებით. უკრაინა თვლის, რომ რუსეთი საფრთხეს უქმნის ბირთვულ უსაფრთხოებას. ევროპის უმსხვილეს ატომურ ელექტროსადგურზე სიტუაცია „სრულიად უკონტროლოა“ და დღითიდღე უფრო საშიში ხდება, ამის შესახებ ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) ხელმძღვანელმა განაცხადა. რაფაელ გროსიმ Associated Press-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ თხოვნით მიმართავს რუსეთს და უკრაინას, რომ ექსპერტები ადგილზე სწრაფად დაუშვან, რათა სიტუაციის სტაბილიზაცია და ბირთვული ავარიის თავიდან აცილება შეძლონ.  ესტონეთი მოუწოდებს რუსეთს, შეწყვიტოს ბირთვული ტერორიზმი ზაპორიჟიეში Associated Press-ი წერს, რომ რუსეთის მიერ ზაპოროჟიეს დაკავებამ განაახლა შიში, რომ უკრაინის 15 ბირთვული სადგურიდან უმსხვილესი შესაძლოა, დაზიანებულიყო, რასაც 1986 წლის ჩერნობილის ავარიის მსგავსი კატასტროფა მოჰყვებოდა.

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს მისია ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე შესვლას მომავალ კვირას გეგმავს

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს მისია ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე მომავალ კვირას არის დაგეგმილი. ენერგეტიკის მინისტრის მრჩევლის ლანა ზერკალის თქმით, რუსული ძალები ცდილობენ, ხელი შეუშალონ ამ მისიის განხორციელებას.  უკრაინის სახელმწიფო ატომურმა კომპანიამ 25 აგვისტოს განაცხადა, ისტორიაში პირველად, რუსეთის მიერ დაბომბვამ ზაპორიჟიეს ატომური სადგური ქსელიდან გათიშა. უკრაინული მხარის ბოლო ინფორმაციით, ზაპორიჟჟიას ატომური ელექტროსადგურები კვლავ გათიშულია ელექტროენერგიის ქსელიდან. „ენერგოატომის„ ინფორმაციით, მიმდინარეობს მოსამზადებელი სამუშაო ზაპოროჟიეს ატომური სადგურის ორი ენერგობლოკის ელექტრო ქსელთან დასაკავშირებლად. გვიან ღამით, ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტომ განაცხადა, რომ უკრაინის ელექტროქსელთან ზაპოროჟიეს ელექტროსადგურის კავშირი აღდგა. ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური ევროპაში უდიდესი ატომური ელექტროსადგურია. 4 მარტიდან ის რუსმა სამხედროებმა დაიკავეს.  

IAEA ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე მისიის ნაწილის დატოვებას გეგმავს

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო (IAEA), ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე, თავისი მისიიდან რამდენიმე ადამიანს მუდმივ რეჟიმში დატოვებს. ამის შესახებ რუსული მედია  მიხეილ ულიანოვზე დაყრდნობით წერს, რომელიც საერთაშორისო ორგანიზაციებში ვენაში რუსეთის მუდმივი წარმოამდგენელია.  ენერგოატომი: ოკუპანტებმა ზაპოროჟიეს ატომურო ელექტროსადგურის ინფრასტრუქტურა დააზიანეს. არსებობს წყალბადის გაჟონვის რისკი მან ასევე თქვა, რომ IAEA-ს სამდივნოს დაახლოებით ათეული თანამშრომელი, რომლებიც მონაწილეობენ ბირთვულ უსაფრთხოებაში, იმყოფებიან მისიაში, რომელიც გაეროს თანამშრომლების დიდ გუნდთან ერთად, ლოჯისტიკასა და უსაფრთხოებაზეა პასუხისმგებელი. კვირას, ღამით და ორშაბათს რუსული ჯარების მიერ ოკუპირებულ ენერგოდარს კვლავ ცეცხლი გაუხსნეს. დაშავდა ათი ადამიანი, ორი კი რეანიმაციაშია. რუსეთი და უკრაინა ერთმანეთის ზაპოროჟიეს ელექტროსადგურის მიმდებარე ტერიტორიის დაბომბვაში ადანაშაულებენ. გაეროს ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს დირექტორი რაფაელ მარიანო გროსის განცახდებით, უკრაინაში, ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურისკენ IEIA-ს მისიის წარმომადგენლები გაემგზავრნენ.  ცნობილია ექსპერტთა ჯგუფი, რომელიც ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის დასათვალიერებლად ჩავა ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური ევროპაში უდიდესია. 4 მარტიდან ის რუსმა სამხედროებმა დაიკავეს.

IAEA-ს მისია კიევშია და ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე ვითარების შესასწავლად ემზადება

გაეროს ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს 14 ექსპერტისგან შემდგარი მისია კიევშია.  The New York Times-ის ცნობით, ექსპერტები ვითარების შესწავლას ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე სავარაუდოდ, ხვალიდან დაიწყებენ.  ცნობილია ექსპერტთა ჯგუფი, რომელიც ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურზე ვითარების გასაცნობად ჩავა CNN-ის კორესპონდენტები იუწყებიან, რომ მათ ნახეს IAEA-ს მისიის წევრები კიევის ერთ-ერთ სასტუმროში. უკრაინის პრეზიდენტის აპარატის მრჩეველმა ოლექსი არესტოვიჩმა ასევე განაცხადა, რომ უკრაინის დედაქალაქში სააგენტოს ექსპერტები ორშაბათს გვიან ღამით ჩავიდნენ.  IAEA განმარტავს, გაიზარდა თუ არა რადიაციის დონე ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე IAEA-ს მისიას ხელმძღვანელობს და კურირებს სააგენტოს ხელმძღვანელი რაფაელ გროსი, რომელიც აიმედოვნებს, რომ ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე ვითარებას გაეცნობა.  ბოლო კვირების განმავლობაში ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური რეგულარულად იბომბება, რაშიც უკრაინა და რუსეთი ერთმანეთს ადანაშაულებენ. რუსეთის არმიამ სადგურზე თავისი ტექნიკა და იარაღიც განათავსა.  ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური ევროპაში უდიდესია. 4 მარტიდან ის რუსმა სამხედროებმა დაიკავეს.  

ზელენსკი IAEA-ს გენერალურ დირექტორთან შეხვედრის შემდეგ: რუსმა სამხედროებმა უნდა დატოვონ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური

უკრაინას აქვს მოლოდინი, რომ ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) მისია არამხოლოდ შეისწავლის ვითარებას ზაპორიჟჟიას ატომურ ელექტროსადგურზე, არამედ დააყენებს მოთხოვნებს ტერიტორიის დემილიტარიზაციის შესახებ. .  შესაბამისი განცხადება უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ IAEA-ს გენერალურ დირექტორთან რაფაელ მარიანო გროსთან შეხვედრისას გააკეთა. ზელენსკის თქმით, რუსმა სამხედროებმა უნდა დატოვონ ქარხანა და უკრაინას დაუბრუნდეს მასზე კონტროლი. უკრაინის პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა IAEA-ს მისიის უკრაინაში ჩასვლისთვის და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ზაპოროჟიეს ატომური სადგური რუსეთის ჯარებმა დაიკავეს, შესაბამისად, არსებობს ბირთვული რეაქტორების მუშაობის შეფერხების და ელექტროსადგურების გათიშვის რისკები.  IAEA-ს მისია კიევშია და ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე ვითარების შესასწავლად ემზადება ზელენსკის თქმით, უკრაინულ მხარეს სურს, რომ IAEA-ს მისია გენერალური დირექტორის გროსის ხელმძღვანელობით შევიდეს ატომურ ელექტროსადგურზე და ყველაფერი გააკეთოს გლობალური საფრთხის თავიდან ასაცილებლად. ზელენსკიმ აღნიშნა, რომ უკრაინისთვის მნიშვნელოვანია, რომ IAEA-მ და გაერომ დააყენონ მოთხოვნები, რომლებიც უზრუნველყოფს დემილიტარიზებული ზონის შექმნას.  

IAEA-ს მისია ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე მიემგზავრება

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IEAE) მისია, რომელიც კიევში გუშინ ჩავიდა, ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურისკენ გაემგზავრა. მისიამ ადგილზე უნდა შეამოწმოს სიტუაცია და შექმნას მუდმივი წარმომადგენლობა იმ ობიექტზე, რომელიც რუსეთის მიერ ოკუპირებულია 4 მარტის შემდეგ. ამის შესახებ IAEA-ს გენერალურმა დირექტორმა მარიანო გროსიმ განაცხადა. მისივე თქმით, სააგენტოს ამოცანაა „შეაფასოს ადგილზე არსებული რეალური ვითარება და დაეხმაროს სიტუაციის სტაბილიზაციას. უკრაინას აქვს მოლოდინი, რომ ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) მისია არამხოლოდ შეისწავლის ვითარებას ზაპორიჟჟიას ატომურ ელექტროსადგურზე, არამედ დააყენებს მოთხოვნებს ტერიტორიის დემილიტარიზაციის შესახებ. .  შესაბამისი განცხადება უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ IAEA-ს გენერალურ დირექტორთან რაფაელ მარიანო გროსთან შეხვედრისას გააკეთა. ზელენსკის თქმით, რუსმა სამხედროებმა უნდა დატოვონ ქარხანა და უკრაინას დაუბრუნდეს მასზე კონტროლი. უკრაინის პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა IAEA-ს მისიის უკრაინაში ჩასვლისთვის და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ზაპოროჟიეს ატომური სადგური რუსეთის ჯარებმა დაიკავეს, შესაბამისად, არსებობს ბირთვული რეაქტორების მუშაობის შეფერხების და ელექტროსადგურების გათიშვის რისკები.  IAEA-ს მისია კიევშია და ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე ვითარების შესასწავლად ემზადება ზელენსკის თქმით, უკრაინულ მხარეს სურს, რომ IAEA-ს მისია გენერალური დირექტორის გროსის ხელმძღვანელობით შევიდეს ატომურ ელექტროსადგურზე და ყველაფერი გააკეთოს გლობალური საფრთხის თავიდან ასაცილებლად. ზელენსკიმ აღნიშნა, რომ უკრაინისთვის მნიშვნელოვანია, რომ IAEA-მ და გაერომ დააყენონ მოთხოვნები, რომლებიც უზრუნველყოფს დემილიტარიზებული ზონის შექმნას.  

ზაპოროჟიეს საოკუპაციო რეჟიმმა IAEA-ს მისიისთვის სპეციალური საშვი არ გასცა - BBC

ზაპოროჟიეს ოლქში რუსეთის მიერ „დანიშნულმა“ ოფიციალურმა პირმა ევგენი ბალიცკიმ განაცხადა, რომ IAEA-ს დელეგაცია უკრაინის ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზეა იმყოფება. „მისია რიგში დადგება ზაპოროჟიეს „რეგიონის გათავისუფლებულ ნაწილამდე მისასვლელად (ასე უწოდებენ რუსი სამხედროები მათ მიერ ოკუპირებულ უკრაინის ტერიტორიას)“, - ამბობს ზაპოროჟიეს ოკუპირებულ რეგიონში, რუსეთის მიერ „დანიშნული“ ოფიციალური პირი. IAEA-ს მისია კიევშია და ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე ვითარების შესასწავლად ემზადება უკრაინას აქვს მოლოდინი, რომ ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) მისია არამხოლოდ შეისწავლის ვითარებას ზაპორიჟჟიას ატომურ ელექტროსადგურზე, არამედ დააყენებს მოთხოვნებს ტერიტორიის დემილიტარიზაციის შესახებ. პრეზიდენტ ზელენსკის თქმით, უკრაინულ მხარეს სურს, რომ IAEA-ს მისია გენერალური დირექტორის გროსის ხელმძღვანელობით შევიდეს ატომურ ელექტროსადგურზე და ყველაფერი გააკეთოს გლობალური საფრთხის თავიდან ასაცილებლად. ზელენსკიმ აღნიშნა, რომ უკრაინისთვის მნიშვნელოვანია, რომ IAEA-მ და გაერომ დააყენონ მოთხოვნები, რომლებიც უზრუნველყოფს დემილიტარიზებული ზონის შექმნას.  

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს მისია ზაპოროჟიეშია

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) მისია ქალაქ ზაპოროჟიეში, დროებით ოკუპირებულ ქალაქ ენერგოდარში მდებარე ატომური ელექტროსადგურის (NPP) მოსანახულებლად ჩავიდა. ამის შესახებ რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ალექსანდრე სტარუხმა ჟურნალისტებთან განაცხადა. დამატებითი დეტალები არ გახმაურებულა.  IAEA-ს მისია კიევშია და ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე ვითარების შესასწავლად ემზადება უკრაინას აქვს მოლოდინი, რომ ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) მისია არამხოლოდ შეისწავლის ვითარებას ზაპორიჟჟიას ატომურ ელექტროსადგურზე, არამედ დააყენებს მოთხოვნებს ტერიტორიის დემილიტარიზაციის შესახებ. პრეზიდენტ ზელენსკის თქმით, უკრაინულ მხარეს სურს, რომ IAEA-ს მისია გენერალური დირექტორის გროსის ხელმძღვანელობით შევიდეს ატომურ ელექტროსადგურზე და ყველაფერი გააკეთოს გლობალური საფრთხის თავიდან ასაცილებლად. ზელენსკიმ აღნიშნა, რომ უკრაინისთვის მნიშვნელოვანია, რომ IAEA-მ და გაერომ დააყენონ მოთხოვნები, რომლებიც უზრუნველყოფს დემილიტარიზებული ზონის შექმნას.  

IAEA-ს ექსპერტები ზაპორიჟიეს ატომური ელექტროსადგურის ტერიტორიაზე არიან

უკრაინის ბირთვული ენერგიის ოპერატორის Energoatom-ის ცნობით, ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს მისია რუსეთის მიერ ოკუპირებულ ქალაქ ენერგოდარში, ზაპოროჟიეს ოლქში მდებარე ქარხანაში ჩავიდა. მანამადე უკრაინული მედია იუწყებოდა, რომ რუსეთის ძალებმა ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურისკენ IAEA-ს წინასწარ შეთანხმებული მარშრუტი დაბომბეს. ზაპოროჟიეს ოლქის გუბერნატორმა, ალექსანდრე სტარუხმა განაცხადა, რომ რუსული ძალები ბომბავენ IAEA-ს მისიის წინასწარ შეთანხმებულ მარშრუტს, თუმცა ამის მიუხედავად, IAEA-ს მისია კვლავ მიემგზავრებოდა ელექტროსადგურზე შესასვლელად. „ჩვენ არ ვჩერდებით”, - განაცხადა IAEA-ს ხელმძღვანელმა რაფაელ გროსიმ. პარალელურად, უკრაინის სახელმწიფო ენერგეტიკული კომპანია „ენერგოატომის“ ინფორმაციით, რუსული ძალების მიერ განხორციელებული დაბომბვის გამო ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის მეხუთე ენერგობლოკი დაიხურა. ენერგოდარის მერმა, დმიტრო ორლოვმა განაცხადა, რომ ენერგობლოკის დახურვის შემდეგ ავარიული დაცვის სისტემა გააქტიურდა.

BBC: IAEA-ს მისია ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე 3 სექტემბრამდე დარჩება

BBC ცნობით, ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა რაფაელ გროსიმ განაცხადა, რომ ზოგი ექსპერტი ქარხანაში 3 სექტემბრამდე დარჩება. მისია ამის შემდეგ ტერიტორიაზე მუდმივი სადამკვირვებლო მისიის ყოფნის საკითხს განიხილავს.  „ჩვენ ვასრულებთ ჩვენს ვიზიტს ზაპოროჟიეს სადგურზე, რომელსაც ასე დიდხანს ველოდით. ახლახან დავასრულე პირველი ტური სადგურის მნიშვნელოვან ადგილებში, რომელთა ნახვაც გვსურდა პირველი შესვლის დროს. ცხადია, აქ მეტია გასაკეთებელი. ჩემი გუნდი ადგილზე რჩება. რაც ყველაზე მთავარია, ჩვენ აქ მუდმივ ყოფნას გავუწევთ ორგანიზებას“, – განაცხადა ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს დირექტორმა. IAEA-ს ექსპერტები ზაპორიჟიეს ატომური ელექტროსადგურის ტერიტორიაზე არიან კომენტარი გაკეთდა უკრაინის ხელისუფლების მხრიდანაც. უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩევლის, მიხაილო პოდოლიაკის განცხადებით, ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს მისიამ პირველ სექტემბერს ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე ორსაათნახევარი გაატარა, რაც საკმარისი არ იყო ორგანიზაციის ინსპექტორებისთვის, რომ ბირთვულ ობიექტზე ვითარება სრულად შეეფასებინათ. მისი თქმით, მისია ზაპოროჟიეში ჩასული იყო, რათა შეემოწმებინა, არის თუ არა რაიმე საფრთხე ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების მხრივ. „ასე რომ, უცნაურია, რომ ის იქ მხოლოდ ორი საათის განმავლობაში დარჩა“, - განაცხადა მიხაილო პოდოლიაკმა.  

ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე IAEA-ს 2 წარმომადგენელი დარჩა

5 სექტემბერს IAEA-ს ინსპექტირების ჯგუფის ექვსი წარმომადგენლიდან ოთხმა, ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე მუშაობა დაასრულა. მოსალოდნელია, რომ ობიექტზე ორი ექსპერტი დარჩება. ინფორმაციას „ენერგოატომი“ ავრცელებს. დენის შმიგალი: ევროკავშირისა და გაეროს ეგიდით, ზაპოროჟიეს ელექტროსადგურზე სამშვიდობო მისია უნდა გაიგზავნოს  მანამდე ცნობილი იყო, რომ ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) 12-კაციანი ჯგუფიდან, რუსეთის მიერ კონტროლირებად ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე ექვსი ექსპერტი დარჩა. სააგენტოს ხელმძღვანელმა ვიზიტის შედეგები პარასკევს საღამოს, უკრაინიდან დაბრუნების შემდეგ, ვენის აეროპორტში გამართულ პრესკონფერენციაზე შეაჯამა. რაფაელ გროსის თქმით, უკრაინული და რუსული მხარეები შეთანხმდნენ, რომ ატომურ ელექტროსადგურზე IAEA-ს ორი ექსპერტი მუდმივად დარჩება. როგორც ცნობილია, ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) მისია რაფაელ გროსის ხელმძღვანელობით უკრაინაში პირველ სექტემბერს ჩავიდა. ZNPP, ევროპის უმსხვილესი ატომური ელექტროსადგური, რუსმა სამხედროებმა 4 მარტს დაიკავეს. უკრაინული მხარე აცხადებს, რომ მას შემდეგ ოკუპანტებმა სადგურის ადგილზე სამხედრო ტექნიკა და საბრძოლო მასალა განათავსეს, ასევე, დაბომბეს მიმდებარე ტერიტორია.  გაერომ, შეერთებულმა შტატებმა და უკრაინამ მოუწოდეს რუსეთის ფედერაციას, გაიყვანოს სამხედრო ტექნიკა და პერსონალი ბირთვული ობიექტიდან. CNN: ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ამსახველ სატელიტურ ფოტოებზე რუსული ჯავშანტრანსპორტიორები ჩანს უკრაინას აქვს მოლოდინი, რომ ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) მისია არამხოლოდ შეისწავლის ვითარებას ზაპორიჟჟიას ატომურ ელექტროსადგურზე, არამედ დააყენებს მოთხოვნებს ტერიტორიის დემილიტარიზაციის შესახებ. პრეზიდენტ ზელენსკის თქმით, უკრაინულ მხარეს სურს, რომ IAEA-ს მისია გენერალური დირექტორის გროსის ხელმძღვანელობით შევიდეს ატომურ ელექტროსადგურზე და ყველაფერი გააკეთოს გლობალური საფრთხის თავიდან ასაცილებლად. ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე არსებული ვითარების შესახებ IAEA-ს პირველადი შეფასება ცნობილია ზელენსკიმ აღნიშნა, რომ უკრაინისთვის მნიშვნელოვანია, რომ IAEA-მ და გაერომ დააყენონ მოთხოვნები, რომლებიც უზრუნველყოფს დემილიტარიზებული ზონის შექმნას.

IAEA-ის ანგარიში: ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ტერიტორიაზე რუსული სამხედრო ტექნიკა დაფიქსირდა

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტომ ზაპოროჟიეში, ატომურ ელექტროსადგურზე, ქარხნის ტერიტორიის სხვადასხვა ადგილას რუსული სამხედრო პერსონალის, მანქანებისა და აღჭურვილობის ყოფნა დააფიქსირა. ამ ინფორმაციას უკრაინული მედია ორგანიზაციის ანგარიშზე დაყრდნობით ავრცელებს. IAEA ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ირგვლივ უსაფრთხოების ზონის დაუყოვნებლივ შექმნას ითხოვს. „დროებითი ზომების მიღება „გადაუდებელი აუცილებლობაა, რათა თავიდან იყოს აცილებული ბირთვული ავარია, რომელიც შეიძლება, წარმოიქმნას სამხედრო საშუალებებით გამოწვეული ფიზიკური დაზიანების შედეგად“, - ნათქვამია IAEA-ს განცხადებაში. IAEA-ის ანგარიშის მიხედვით, დაზიანებულია ტურბინების დაზეთვისთვის განკუთვნილი ზეთის ავზი; კომპლექსი შენობის მახლობლად, სადაც მდებარეობს რეაქტორი; ასევე, სასწავლო კორპუსი - შენობა, რომელშიც განლაგებულია სადგურის ფიზიკური დაცვის საავარიო სისტემა; და, კონტეინერი, რომელშიც რადიაციის მონიტორინგის სისტემაა განთავსებული. 6 სექტემბერს, ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტომ (IAEA) ასევე განაცხადა, რომ მათმა ინსპექტორებმა, რომლებიც უკრაინაში, ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურში იმყოფებიან, ობიექტზე რუსეთის ბირთვული სააგენტოს „როსენერგოატომის“ ექსპერტთა ჯგუფის წევრები დააფიქსირეს. IAEA-ის ექსპერტები ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე პირველ სექტემბერს ჩავიდნენ. მისიის ოთხი წევრი სადგურზე კვირის ბოლომდე დარჩა, მათგან ორი, ობიექტზე მუდმივად იქნება.  

IAEA-ს ხელმძღვანელი კიევსა და მოსკოვს ეწვევა

რუსული ძალების მიერ უკრაინის ზაპორიჟჟიას ატომური ელექტროსადგურის გენერალური დირექტორის, იჰორ მურაშოვის დაკავების შესახებ ინფორმაციის მიღების შემდეგ, ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) ხელმძღვანელი რაფაელ გროსი უკრაინასა და რუსეთს ეწვევა. ამის შესახებ IAEA-ს პრესსამსახური იტყობინება. „ქარხნის პერსონალის ნებისმიერი წევრის ასეთი დაკავება იქნება თავისთავად სერიოზული შეშფოთების წყარო, მაგრამ ამას ასევე ექნება ფსიქოლოგიური გავლენა ზეწოლა დანარჩენ პერსონალზე, რაც საზიანოა ბირთვული უსაფრთხოებისთვის“, - განაცხადა გროსიმ. როგორც ცნობილია, იჰორ მურაშოვი მაშინ დააკავეს, როდესაც ის ევროპის უდიდესი ატომური ელექტროსადგურიდან ქალაქ ენერგოდარში მიემართებოდა. მურაშოვი ავტომობილიდან გადაიყვანეს და თვალახვეული გაურკვეველი მიმართულებით წაიყვანეს.  

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო: უკრაინაში „ბინძური ბომბის“ დამზადების ნიშნები არ გამოვლენილა

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო განაცხადა, რომ შემოწმების შედეგად უკრაინაში „ბინძური ბომბის” დამზადების ნიშნები არ გამოვლენილა. ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს გენერალური დირექტორი, რაფაელ გროსი აღნიშნავს, რომ უკრაინის მთავრობის მოთხოვნის შედეგად, სააგენტომ საველე შემოწმებები უკრაინაში მდებარე სამ ობიექტზე ჩაატარა და გამოუცხადებელი ბირთვული საქმიანობის ან მასალების რამე ნიშან-კვალი ვერ დაინახა. „დამატებით, გარემოს სინჯის შედეგების შესახებ ჩვენ შეძლებისდაგვარად მალე მოგახსენებთ”, - აღნიშნა რაფაელ გროსიმ. შეგახსენებთ, რომ რუსეთში პროპაგანდისტები და ხელისუფლების წარმომადგენლები ავრცელებენ დეზინფორმაციას უკრაინის შესახებ, რომელიც თითქოს „ბინძური ბომბის“ ასაფეთქებლად ემზადება.  

IAEA-ს ცნობით, უკრაინა მცირედით გადაურჩა ატომურ კატასტროფას

უკრაინა მცირედით გადაურჩა კატასტროფას მას შემდეგ, რაც შაბათ-კვირას, რუსეთის მიერ კონტროლირებულ ზაპოროჟიეში ბირთვული ელექტროსადგური დაცხრილეს. ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს განცხადებით, გაურკვეველია, რომელი მხარე იყო პასუხისმგებელი სულ მცირე, ათეულობით აფეთქებაზე. მანამდე, IAEA-ის დირექტორმა, რაფაელ გროსიმ 20 ნოემბერს გაავრცელა განცხადება, რომლის თანახმად, ვისაც არ უნდა ესროლა სადგურისთვის, „გაგვიმართლა, რომ არ მოხდა პოტენციურად სერიოზული ბირთვული ინციდენტი“. „ჩვენ ვსაუბრობთ მეტრებზე და არა კილომეტრებზე. ვინც ესროლა ქარხანას, მიდიოდა „უზარმაზარ რისკზე“ და ცეცხლს ეთამაშება. შემდეგ ჯერზე შეიძლება, აღარ გაგვიმართლოს“ ,- განაცხადა რაფაელ გროსიმ. IAEA-ს ცნობით, რადიაციის დონე ნორმის ფარგლებში რჩება. უკრაინის თავდაცვის მინისტრის მრჩევლის, იური საკის განცხადებით, ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის დაბომბვა რუსული ტაქტიკაა, რომლის მიზანი ელექტროენერგიის მიწოდების შეფერხება და უკრაინელების გაყინვაა. შაბათ-კვირას, ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური რამდენჯერმე დაბომბეს. რუსეთი და უკრაინა თავდასხმაში ერთმანეთს ადანაშაულებენ.    

IAEA-ს გენერალური დირექტორი კიევში ჩადის

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) გენერალური დირექტორი რაფაელ მარიანო გროსი მომავალ კვირას უკრაინას ეწვევა, რათა ქვეყნის ყველა ბირთვულ ელექტროსადგურზე უსაფრთხოების ექსპერტების მუდმივი ყოფნა უზრუნველყოს. ამის შესახებ სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაშია ნათქვამი. IAEA-ს უკვე ჰყავს 4-მდე ექსპერტი უკრაინის უმსხვილეს ატომურ ელექტროსადგურზე, ზაპოროჟიეში, ხოლო ორკაციანი გუნდი ხმელნიცკის ატომურ ელექტროსადგურზე უახლოეს დღეებში განთავსდება.  

უკრაინის ყველა ატომურ ელექტროსადგურზე, IAEA-ს მუდმივმა მისიებმა დაიწყეს მუშაობა

უკრაინის ყველა ატომურ ელექტროსადგურზე, ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) მუდმივმა წარმომადგენლობამ დაიწყეს მუშაობა. ამის შესახებ NNEGC „ენერგოტომის“ შეტყობინებაშია ნათქვამი. „გასული კვირის განმავლობაში ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს წარმომადგენლები ჩავიდნენ შიდა ბირთვულ ობიექტებში. ახლა სპეციალისტებმა დაიწყეს მუშაობა KhNPP-ში, ასე რომ, ახლა მუდმივი მისიები იმუშავებენ რივნის, ჩერნობილის, სამხრეთ უკრაინისა და ხმელნიცკის ატომურ ელექტროსადგურებზე“, - ნათქვამია „ენერგოატომის“ ანგარიშში. კომპანიამ აღნიშნა, რომ მისიების ამოცანაა უკრაინის ბირთვული ობიექტების ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების შენარჩუნება. „ენერგოატომმა“ განაცხადა, რომ ექსპერტები ატომურ ელექტროსადგურებზე უკრაინის მთავრობის ოფიციალური მოთხოვნის საპასუხოდ იმუშავებენ. შეგახსენებთ, რომ IAEA-ს მისია ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე 2022 წლის სექტემბრიდან მუშაობს.  

IAEA-ს ექსპერტებმა ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურთან ნაღმები აღმოაჩინეს

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ექსპერტებმა ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ტერიტორიაზე ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმები აღმოაჩინეს. იუწყება Reuters-ი. IAEA-ს გენერალურმა დირექტორმა, რაფაელ გროსიმ განაცხადა, რომ ქარხანაში განლაგებულმა სააგენტოს ინსპექტორებმა სადგურის შიდა და გარე პერიმეტრს შორის მდებარე ბუფერულ ზონაში ნაღმები  შენიშნეს. ეს ის ადგილია, რომელზეც სადგურის თანამშრომლებს წვდომა არ აქვთ. გროსის ინფორმაციით, სააგენტოს გუნდმა ეს საკითხი განიხილა სადგურის ხელმძღვანელობასთან, რომელმაც განაცხადა, რომ გადაწყვეტილება სამხედროებმა მიიღეს და ეხება ზონას, რომელსაც სწორედ ისინი აკონტროლებენ. მისივე განცხადებით, ობიექტის ტერიტორიაზე ასაფეთქებელი ნივთიერებების არსებობა ეწინააღმდეგება ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს მიერ დადგენილ უსაფრთხოების სტანდარტებს და ბირთვული უსაფრთხოების წესებს და ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის თანამშრომლებზე დამატებით ფსიქოლოგიურ ზეწოლას ქმნის. სააგენტოს ექსპერტთა წინასწარი შეფასებით, სადგურის პერიმეტრზე არსებული ნაღმების შესაძლო დეტონაციას გავლენა არ ექნება ობიექტის ბირთვულ უსაფრთხოებაზე. გროსიმ სამჯერ მოინახულა ქარხანა მას შემდეგ, რაც ის რუსეთის ძალებმა აიღეს.  

ავსტრია უკრაინაში IAEA-ს საქმიანობისთვისა და „ბირთვული ინციდენტების თავიდან ასაცილებლად“, დამატებით, €1 მილიონს გამოყოფს

ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ალექსანდრე შალენბერგმა განაცხადა, რომ ავსტრია დამატებით, 1 მილიონ ევროს გამოყოფს უკრაინაში ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) მუშაობის დასაფინანსებლად და „ბირთვული ინციდენტების თავიდან ასაცილებლად.“ შალენბერგმა აღნიშნა, რომ რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრა უკრაინაში, უკვე 19 თვეა, გრძელდება და ამ ხნის განმავლობაში მოსკოვი ავლენს „მიუღებელ და უპასუხისმგებლო“ ქცევას, მათ შორის ბირთვული უსაფრთხოების საკითხში. მინისტრის თქმით, ევროპაში უდიდესი ატომური ელექტროსადგურის, ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ოკუპაცია რუსული ჯარების მიერ გრძელდება და ხაზი გაუსვა IAEA-ს საქმიანობას ბირთვული ინციდენტების თავიდან ასაცილებლად. უკრაინასა და IAEA-ს შორის ბირთვული უსაფრთხოების საკითხებში თანამშრომლობა 2022 წლის მარტში დაიწყო. მიმდინარე წლის თებერვლიდან ორგანიზაცია უკრაინის ყველა ატომურ ელექტროსადგურზე მუდმივად განლაგდა. ივნისში ავსტრიის მთავრობამ გამოაცხადა, რომ 1 მილიონ ევროს გამოუყოფს IAEA-ს, უკრაინაში ბირთვული უსაფრთხოების მხარდასაჭერად.  

უკრაინა ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს მმართველთა საბჭოში აირჩიეს

უკრაინა ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) მმართველთა საბჭოს ერთ-ერთ წევრად აირჩიეს. სააგენტოს ინფორმაციით, 35-წევრიანი საბჭოს ახლად არჩეული წევრები არიან ალჟირი, სომხეთი, ბანგლადეში, ბურკინა-ფასო, ეკვადორი, ინდონეზია, სამხრეთ კორეა, ნიდერლანდები, პარაგვაი, ესპანეთი და უკრაინა. ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ეს პოზიცია კიევს მისცემს "რეალურ შესაძლებლობებს" გავლენა მოახდინოს გადაწყვეტილებებზე, რომლებიც სავალდებულოა სააგენტოს ყველა წევრისა და მთელი საერთაშორისო საზოგადოებისთვის. უკრაინის პრეზიდენტის თქმით, უკრაინა იმუშავებს 10-პუნქტიანი სამშვიდობო ფორმულის პირველი პუნქტის განხორციელებაზე, რომელიც ეხება „ბირთვულ და რადიაციულ უსაფრთხოებას“ და რომ კიევი ორიენტირებულია ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის რუსული ძალებისგან სრული გათავისუფლების უზრუნველყოფაზე.  

ირანმა გამდიდრებული ურანის წარმოება 60%-მდე გაზარდა - IAEA

ირანმა კვლავ გაზარდა გამდიდრებული ურანის წარმოების მაჩვენებელი და მიაღწია თვეში ცხრა კილოგრამს. ამის შესახებ ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო (IAEA) იუწყება. ამასთან, Reuters-ის ცნობით, ირანს აქვს 60%-მდე გამდიდრებული საკმარისი ურანი იმისთვის, რომ სამი ატომური ბომბი 90%-მდე გამდიდრების პარალელურად შექმნას.  ოფიციალური თეირანი უარყოფს, რომ მისი მიზანი ატომური ბომბის შექმნაა. 2023 წლის სექტემბრის შუა რიცხვებში ირანმა განაცხადა, რომ IAEA-ს რამდენიმე ინსპექტორს ქვეყანაში აკრედიტაცია გაუუქმა. თუმცა, როგორც IAEA-ს დირექტორმა რაფაელ გროსიმ განაცხადა, ირანში ბირთვული ენერგიის სააგენტოს პერსონალის დაახლოებით მესამედის საქმიანობა შეჩერებულია. 18 სექტემბერს გერმანიამ, დიდმა ბრიტანეთმა, საფრანგეთმა და ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ირანს მოუწოდეს, დაუყოვნებლივ შეცვალოს გადაწყვეტილება. ოთხი ქვეყნის ერთობლივ განცხადებაში ნათქვამია, რომ IAEA-ს აქვს სერიოზული და გადაუჭრელი კითხვები ირანის არადეკლარირებულ ბირთვულ მასალებთან და აქტივობებთან დაკავშირებით, რაზეც ირანი "ოთხ წელზე მეტია, არ პასუხობს. 2015 წელს ირანი შეუერთდა ერთობლივ სამოქმედო გეგმას (JCPOA) ე.წ. "ექვსთა ჯგუფთან", რომელშიც შედიოდნენ ამერიკის შეერთებული შტატები, რუსეთი, ჩინეთი, დიდი ბრიტანეთი, გერმანია და საფრანგეთი. გეგმა ითვალისწინებდა ირანის ეკონომიკური სანქციების ეტაპობრივ მოხსნას მისი ბირთვული პროგრამის შეწყვეტის სანაცვლოდ. JCPOA ირანს ურანის მხოლოდ 3.67%-მდე გამდიდრების საშუალებას სამოქალაქო ბირთვული გამოყენებისთვის აძლევს. ბირთვული ენერგიის სამხედრო მიზნების გამოყენებისთვის ურანის გამდიდრების ზედა ზღვარი 90%-ია. 2018 წელს დონალდ ტრამპის პრეზიდენტობისას ვაშინგტონმა გამოაცხადა შეთანხმებიდან გასვლა და ირანის წინააღმდეგ შემაკავებელი ზომების განახლება. ირანულმა მხარემ დაიწყო ურანის უფრო მაღალ დონეზე გამდიდრება და მარაგის იმ ზღვარზე მეტად ზრდა, ვიდრე ეს შეთანხმებით იყო დამტკიცებული. ვენაში მოლაპარაკებები JCPOA-ს აღორძინებაზე, რომელიც 2021 წლის აპრილში დაიწყო, არაეფექტური გახდა მას შემდეგ, რაც ებრაჰიმ რაისი ირანის პრეზიდენტად აირჩიეს. ამასთან, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა გამოაცხადა მზადყოფნა, გარკვეული ბირთვულ შეთანხმებას გარკვეული პირობებით დაუბრუნდეს.  

უკრაინა: რუსეთი ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე პროვოკაციას ამზადებს

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა 14 აპრილს, დაზვერვის მონაცემებზე დაყრდნობით განაცხადა, რომ რუსმა სამხედროებმა შესაძლოა, პროვოკაცია განახორციელონ ოკუპირებულ ზაპორიჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე. უკრაინის გენერალური შტაბი შტაბი ხაზს უსვამს, რომ მხოლოდ სადგურის უკრაინის კონტროლის ქვეშ დაბრუნებას შეუძლია, უზრუნველყოს სადგურის უსაფრთხოება. „რუსი ტერორისტები ემზადებიან მორიგი პროვოკაციის განსახორციელებლად ზაპორიჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე, ეს იქნება კიდევ ერთი მორიგი ოპერაცია ყალბი დროშის ქვეშ," - ნათქვამია შეტყობინებაში. როგორც ცნობილია, ბოლო კვირების განმავლობაში რუსეთმა რამდენჯერმე სცადა პასუხისმგებლობის დაეკისრებინა უკრაინისთვის და აცხადებდა, რომ ატომური ელექტროსადგურის ობიექტებს თავს უკრაინული დრონები ესხმოდნენ. „ეს არის მიზანმიმართული რუსული ქმედებები, როდესაც ატომური ელექტროსადგურის კატასტროფის რისკით რუსეთის აგრძელებს ჩვენი სახელმწიფოსა და მთელი საერთაშორისო საზოგადოების შანტაჟის პრაქტიკას,“ - ნათქვამია განცხადებაში. IAEA: დრონის აფეთქებამ ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე ბირთვული რეაქტორი დააზიანა