ერმაკი: ომის შემდეგ უკრაინა უნდა გახდეს ცენტრი, რომლის ირგვლივაც ჩამოყალიბდება ევროპის უსაფრთხოების სისტემა

რუსეთის მიერ დაწყებული ომის დასრულების შემდეგ, უკრაინა უნდა გახდეს არამხოლოდ ევროკავშირის წევრი, არამედ ცენტრი, რომლის ირგვლივ ჩამოყალიბდება უსაფრთხოების ახალი სისტემა ევროპაში. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსმა ანდრი ერმაკმა განაცხადა. 

ომის დასრულების შემდეგ ჩვენი სახელმწიფო უნდა გახდეს არამხოლოდ ევროკავშირის წევრი, არამედ ღერძი, რომლის ირგვლივ ჩამოყალიბდენა უსაფრთხოების ახალი სისტემა ევროპაში“, - განაცხადა იერმაკმა.

ერმაკის თქმით, უკრაინის უსაფრთხოების გარანტიების შესახებ ექსპერტთა ჯგუფის მიერ შემუშავებული დოკუმენტი 29 ან 30 აგვისტოს იქნება წარმოდგენილი. 

უკრაინის უსაფრთხოების საერთაშორისო გარანტიების ჯგუფის პირველი შეხვედრა პირველ ივლისს გაიმართა. ჯგუფის თანათავმჯდომარეები ანდრი ერმაკი და NATO-ს ყოფილი გენერალური მდივანი ანდერს ფოგ რასმუსენი არიან.