„ენერგოატომი“ ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე არსებული ვითარების შესახებ ბოლო ცნობებს ავრცელებს

ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური უკრაინის ელექტრო ქსელს ხელახლა შეუერთდა და ქვეყნისთვის ელექტროენერგიას აწარმოებს.

Ukrinform-ის ცნობით, ამის შესახებ უკრაინის ატომური ენერგიის წარმომქმნელი კომპანია Energoatom-ის პრესსამსახური იუწყება. 

„დღეს, 2022 წლის 26 აგვისტოს, 14:04 საათზე, ატომური ელექტროსადგურის ერთ-ერთი რეაქტორი, რომელიც გუშინ გაჩერდა, ხელახლა დაუკავშირდა ელექტრო ქსელს. ის აძლიერებს სიმძლავრეს“, - ნათქვამია პოსტში.

„ზაპოროჟჟიას ატომური ელექტროსადგურის ბირთვული ტექნიკოსები ნამდვილი გმირები არიან! ისინი დაუღალავად და მტკიცედ უზრუნველყოფენ უკრაინისა და მთელი ევროპის ბირთვულ და რადიაციულ უსაფრთხოებას და თავდაუზოგავად მუშაობენ, რათა მათ სამშობლოს ჰქონდეს ელექტროენერგია", - აღნიშნა Energoatom-მა.


ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს მისია ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე მომავალ კვირას არის დაგეგმილი.

ენერგეტიკის მინისტრის მრჩევლის ლანა ზერკალის თქმით, რუსული ძალები ცდილობენ, ხელი შეუშალონ ამ მისიის განხორციელებას. 

უკრაინის სახელმწიფო ატომურმა კომპანიამ 25 აგვისტოს განაცხადა, ისტორიაში პირველად, რუსეთის მიერ დაბომბვამ ზაპორიჟიეს ატომური სადგური ქსელიდან გათიშა.

გვიან ღამით, ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტომ განაცხადა, რომ უკრაინის ელექტროქსელთან ზაპოროჟიეს ელექტროსადგურის კავშირი აღდგა.

ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური ევროპაში უდიდესი ატომური ელექტროსადგურია. 4 მარტიდან ის რუსმა სამხედროებმა დაიკავეს.