სან-დიეგოს ზოოპარკში ორ გორილას კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ ინფორმაციას Guardian-ი ავრცელებს.
გავრცელებული იფორმაციით, ზოოპარკის აღმასრულებელმა დირექტორმა ლიზა პეტერსონმა განაცხადა, რომ ზოგიერთ გორილას ვირუსის სიმპტომები, მათ შორის ხველა აღენიშნება.
გორილების ინფიცირების შესახებ ინფორმაცია კალიფორნიის გუბერნატორმა გევინ ნიუსომაც დაადასტურა.
გორილებს ვირუსი, სავარაუდოდ, ზოოპარკის დაინფიცირებული თანამშრომლისგან გადაედოთ.
აღსანიშნავია, რომ ეს პრიმატებში ვირუსის გავრცელების პირველი დადასტურებული შემთხვევაა.